
ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. შესაბამისი განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის Twitter-ზე გამოქვეყნდა.
„დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა!!! ვულოცავ ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს. ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობასა და გამარჯვებას“, – წერს სამხარაძე.