სამხედრო მოსამსახურეების მიერ შესრულებულ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს თავდაცის ძალების მეთაური ადგილზე გაეცნო

სტიქიის ზონაში სამხედრო მოსამსახურეების ჩართულობით განხორციელებულ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს თავდაცვის ძალების მეთაური ტაქტიკურ მართვის პუნქტში უშუალოდ გაეცნო. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს ხანძრის გავრცელების კერების შესახებ ინფორმაცია აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიაწოდა და ცეცხლის ქრობის პროცესში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის მიერ ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ მოხსენება წარუდგინა.

ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, აღმოსავლეთის სარდლობის I ქვეითი ბრიგადისა და საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის პირადი შემადგენლობა სტიქიის ზონაში აღმოსავლეთ სექტორში – სოფელი დვირის მიმართულებით ახორციელებს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს. სამხედროები ცეცხლის ქრობის პროცესში მეოთხე დღეა აქტიურად არიან ჩართული და სამუშაოებს სპეციალური ლოჯისტიკური საშუალებების – მუხლუხებიანი ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის MTLB, წყალმზიდებისა და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანების დახმარებით ახორციელებენ.

თავდაცვის ძალები სტიქიის ზონაში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად პროცესში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით ჩაერთვნენ.

Back to top button