შალვა რამიშვილი: საქართველოში მოქმედებს კარგად ორგანიზებული აგენტთა რაზმი, რომელიც საკუთარი სამშობლოს საწინააღმდეგოდ, სხვა ქვეყნების ინტერესებზე ღიად მუშაობს

„საქართველოში მოქმედებს კარგად ორგანიზებული და ათწლეულობით ნაკვები აგენტთა რაზმი. სწორედ ეგაა აგენტის დავალება, ამაში იღებენ ფულს და ადგილს სოციუმში! ეს ხალხი განა მართლა იდეური მოსაზრებების გამო იქცევა ასე. განა მათ სჯერათ რომ მათი „მოღვაწეობის“ შემდეგ საქართველო უკეთესი გახდება. არა, ისინი ჯარისკაცებივით ასრულებენ უცხოელების დავალებებს“ -ამის შესახებ ჟურნალისტი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით დღევანდელი აგენტები ეთერში ლაპარაკობდნენ მათსავე მამხილებელ ტექსტებს.

„კიდევ ერთხელ უცხო ქვეყნის აგენტობაზედ! შეგახსენებთ თემას: ერთ-ერთ ეთერში უსამშობლო ლუზერმა “პოლიტიკოსმა“ ბოკერიამ თქვა რომ ცეერუს აგენტი იქნებოდა სიამოვნებით (მისი სიტყვების ინტერპრეტაციაა) ახლახან პოსტვმ გააზიარა ტექსტი, რომელშიც მოცემული იყო მსგავსი აგენტების სია და რა თქმა უნდა პირველი მათ შორის ბოკერიაც გახლდათ. აგენტობა ამ ტექსტში ძალიან კარგად იყო დასაბუთებული. მოდით გეტყვით ჩემს აზრს თუ ვინაა აგენტი. ესაა სამშობლოს მოღალატე, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის მუშაობს მაგრამ ამას ნიღბავს , ხშირად – „პატრიოტიზმით“. ასეთი „ პატრიოტი“ საქართველოში ლეგიონია. არას დაგიდევენ ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს კულტურულ ფასეულობებს, ჩვენი ეკლესიის ავტორიტეტს.

პატრიოტიზმის ნიღაბს ამოფარებული ეს ნაძირალები ყოველთვის ჩვენი ქვეყნის საზიანო თემებს ლობირებენ. ებრძვიან სარწმუნოებას, ებრძვიან სუვერენიტეტს, დასცინიან ეროვნულ ღირებულებებს. ეს ომის გაჩაღებისკენ მიმართული ვაკხანალიაც ხო წმინდა აგენტურული ოპერაცია იყო, რომელიც ხელისუფლებამ და ხალხმა მოიგერია. საარჩევნო საკითხების განხილვაში გამყალბებელი ჯაშუშური ორგანიზაციის შეპარვაც მათი (აგენტებისდა კურატორების) განზრახვა გახლდათ (“სამართლიან არჩევნებს” ვგულისხმობ) კლასიკურ „შპიონურ“ ფილმებში აგენტების მეკავშირე დაზვერვის ოფიცერია. დღევანდელ რეალობაში ეს დაშიფრული ოფიცერი (რეზიდენტი) „პარტნიორი“ ქვეყნების ელჩებმა ჩაანაცვლეს. ანუ თუ ადრე აგენტების კურატორები ინიღბებოდნენ, ახლა გათავხედნენ და ჯაშუშურ ინსტრუქციებს საელჩოს ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებენ. მოკლედ საქართველოში მოქმედებს კარგად ორგანიზებული და ათწლეულობით ნაკვები აგენტთა რაზმი, რომელიც სხვა ქვეყნების ინტერესებზე ღიად მუშაობს, რა თქმა უნდა საკუთარი სამშობლოს საწინააღმდეგოდ. სწორედ ეგაა აგენტის დავალება, სწორედ ამაში იღებენ ფულს და ადგილს სოციუმში! კიდევ ერთხელ: ეს ხალხი განა მართლა იდეური მოსაზრებების გამო იქცევა ასე. განა მათ სჯერათ რომ მათი „მოღვაწეობის“ შემდეგ საქართველო უკეთესი გახდება. არა, ისინი ჯარისკაცებივით ასრულებენ უცხოელების დავალებებს. ჰოდა სავალალოა ასეთი „ქართველების“ ხვედრი. იცვლება სამყარო და ერთი ძალის ჰეგემონიაც მთავრდება. მეტროპოლიაში ძვრებია, რომელიც პროვინციაში უცილებლად ჩამოაღწევს. აი მერე კი… იცოცხლე… იქნება მაგარი ლუსტრაცია. ოღონდ არანაირი საიდუმლო არქივების გამოტანა არ დაგვჭირდება. დღევანდელი აგენტები ეთერში ლაპარაკობდნენ მათსავე მამხილებელ ტექსტებს. ერთი სული მაქვს ეს დრო მალე დადგეს და ამ უდიდეს საზოგადოებრივ სასამართლო პროცესზე მოკრძალებული გამშუქებელი ვიყო“- წერს შალვა რამიშვილი.

Back to top button