ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ბაკურ ავსაჯანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მინერალური წყალი „კობის” საწარმოო ქარხნის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს შეხვდა.
“მოხარული ვარ, რომ ეს წარმატების ისტორია მოხევეებთან ერთად იწერება.
ახლა, ჩვენი სოფლის კობის მაგალითზე დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორის კეთილგონივრული თანამშრომლობა დადებით გავლენას ახდენს, როგორც ზოგადად ქვეყნის საბაზრო ეკონომიკის, ასევე რეგიონის განვითარებაზე”- აღნიშნა ბაკურ ავსაჯანიშვილმა და კომპანიას რეგიონში წარმატებული მაგალითისთვის მადლობა გადაუხადა.