კასპის სოფლებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სოფლის მოსახლეობასთან ერთად დაგეგმილი პროექტების განხორციელება გრძელდება

კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრებზე დაგეგმილი პროექტების განხორციელება გრძელდება, რომელზეც 950 000 ლარია გამოყოფილი.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქვემო ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 7 სოფელში 9 პროექტი ხორციელდება:

სოფელი გამდლისწყარო – მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე საბავშვო ატრაქციონებით;

სოფელი პანტიანი – მოწყო სასმელი წყლის შემკრებ-გამანაწილებელ რეზერვუართან დამატებითი შემკრები ჭა და ამოიცვლა ფოლადის დაზიანებული მილი;

სოფელ გორაკა – მოიხრეშა და მოსწორდა სოფლის ცენტრალური გზის დარჩენილი მონაკვეთი;

სოფელი გორაკა – მოეწყო სოფლის შიდა უბნის გარე განათება;

სოფელი ახალშენა – მოეწყო მგზავრთა გზისპირა მოსაცდელი;

სოფელი ახალშენა – მოეწყო დარჩენილი უბნის გარე განათება;

სოფელი ქვემო ჭალა – მიმდინარეობს სატრენაჟორო სივრცის მოწყობა, სადაც ტრენაჟორების კომპლექტი დამონტაჟდება,

სოფელი ვაკე – გამოცხადებულია ტენდერი სასმელი წყლის დამატებითი დებეტის მოძიებასა და არსებულ მილზე დაერთება.

სოფელი საკორინთლო – მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები.

Back to top button