თამთა მეგრელიშვილი: ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უწყებებში მექრთამეობა, სამსახურეობრივი გულრგილობისა და სიყალბის ფაქტები გაიზარდა – ტყუილია

სტატისტიკური მონაცემებით დგინდება, რომ საჯარო მოხელეები მათზე დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად ასრულებენ და წინა წლებთან შედარებით სახლმწიფო უწყებებში მექრთამეობა არ გაზრდილა, ასევე არ გაზრდილა სამსახურეობრივი გულრგილობისა და სიყალბის ფაქტები – ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი ტამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა ყოველთვიურად პროაქტიულად ქვეყნდება info.police.ge- ზე და ხელმისაწვდომია ყველასთვის.

 

„რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა ყოველთვიურად პროაქტიულად ქვეყნდება info.police.ge- ზე და ხელმისაწვდომია ყველასთვის, შეგიძლიათ დაინტერესების შემთხვევაში თავად ნახოთ. ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უწყებებში მექრთამეობა გაიზარდა – ტყუილია! ინფორმაცია, რომ გაზრდილია სამსახურეობრივი გულრგილობისა და სიყალბის ფაქტები – ტყუილია! სტატისტიკური მონაცემებით დგინდება, რომ საჯარო მოხელეები მათზე დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად ასრულებენ და წინა წლებთან შედარებით სახლმწიფო უწყებებში მექრთამეობა არ გაზრდილა, ასევე არ გაზრდილა სამსახურეობრივი გულრგილობისა და სიყალბის ფაქტები. საერთო ჯამში 2012 წლიდან დღემდე სამოხელეო დანაშაულში არის კლება, ცალკეული ფაქტები როგორიცაა მაგალითად: ცალკეულ ფაქტებზე ქრთამის მიცემა – შარშან თუ იყო 6, წელს არის 8 მხოლოდ ორი ფაქტით მანიპულირება საერთო სურათს არ ცვლის. ასევე აქ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ყველა ამ შემთხვევას სამართლებრივი რეაგირება უკვე მოჰყვა. როცა პარტიული ტელევიზიები აცხადებთ, რომ ქვეყანაში კორუფცია 33% არის გაზრდილი (გაუგებარია რა პრინციპით გამოთვალეთ) – სულ მცირე სტატისტიკის “დაგუგვლა” და ნანახის აღქმა უნდა შეძლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამუდმებულ უხერხულობაში აღმოჩნდებით საკუთარ მაყურებლებთან“ – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

Back to top button