ვატო შაქარიშვილი: მთელს ევროპაში საპროტესტო ტალღაა, ძალიან სწრაფად ინგრევა ლიბერალური პროპაგანდის შექმნილი ფსევდო-რეალობა, ამიტომ ჩქარობენ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრები” რამენაირად მოახერხონ საქართველოში ცეცხლის გაჩენა

ახალი უცხოური დესანტი გადმოსხეს საქართველოში, ჩვენი “დაუძინებელი მეგობრები” ამერიკიდან – იან კელი, დევიდ კრამერი, ბენ ჰოჯესი, კურტ ვოკერი… ევროპიდან – ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, ჟიგიმანტას პავილიონისი და სხვები… მოკლედ, რომ ვთქვათ, საქართველოს ომში ჩათრევის პროექტის გამორჩეული მონაწილეებისგან შემდგარი ოლსტარია – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა „აი ია“-ს წევრი ვატო შაქარიშვილი წერს.

 

მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მოყოლებული ეს ადამიანები ძალისხმევას არ იშურებდნენ იმისათვის რომ საქართველო ჩართულიყო ომში. როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, მთელს ევროპაში საპროტესტო ტალღაა, ძალიან სწრაფად ინგრევა ლიბერალური პროპაგანდის შექმნილი ფსევდო-რეალობა, ამიტომ ჩქარობენ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრები” რამენაირად მოახერხონ საქართველოში ცეცხლის გაჩენა. „ახალი უცხოური დესანტი გადმოსხეს საქართველოში, ჩვენი “დაუძინებელი მეგობრები” ამერიკიდან – იან კელი, დევიდ კრამერი, ბენ ჰოჯესი, კურტ ვოკერი… ევროპიდან – ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, ჟიგიმანტას პავილიონისი და სხვები… მოკლედ, რომ ვთქვათ, საქართველოს ომში ჩათრევის პროექტის გამორჩეული მონაწილეებისგან შემდგარი ოლსტარია. უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მოყოლებული ეს ადამიანები ძალისხმევას არ იშურებდნენ იმისათვის რომ საქართველო ჩართულიყო ომში. პირველ ეტაპზე იყო მოწოდებები, მაგალითად:

 

იან კელი – “მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით, საქართველო უკრაინას მხარს უფრო აქტიურად უნდა უჭერდეს”;

ჰოჯესი – “რუსებმა აფხაზეთიდან ან სამხრეთ ოსეთიდან ჯარი უკრაინაში საომრად გაიყვანეს, არაჩვეულებრივი დროა ამერიკა-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისთვის, იმის დემონსტრირების მიზნით, რომ რუსებს შევახსენოთ, რამდენად დაუცველები არიან”;

კრამერის და იან კელის ერთობლივი წერილი – შეერთებულმა შტატებმა და ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა განახორციელონ გავლენა საქართველოზე, რათა შეაკავონ ეს დესტრუქციული ძალა“. ამასთან, სტატიის ავტორები საქართველოს ხელისუფლების მესვეურთა წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებით გამოდიან;

ანა ფოტიგა წერს, რომ შეხვედრა ჰქონდა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დიდ მხარდამჭერთა ოჯახებთან, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედასთან და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცოლთან. ფოტიგა წერს, რომ “ვარდების რევოლუცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად შესრულდება”. ის Twitter-ზე მიხეილ სააკაშვილის წერილისა და 20 ივნისს გამართული აქციის ფოტოსაც აქვეყნებს. ეს მათი რიტორიკის მცირე ნწილია, შემდეგ იყო ცრუ ბრალდებები სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით და მოწოდებები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით. აღნიშნული პირები ედგნენ სათავეში, კანდიდატის სტატუსის გარშემო განვითარებულ სამარცხვინო მოვლენებს, რაც თავისმხრივ რევოლუციური სცენარისთვის ხელსაყრელი ნიადაგის შექმნას ემსახურებოდა. ნათელი გახდა, რომ სტატუსის მინიჭების საკითხი, იყო მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ინსტრუმენტი. ეს ადამიანები ღიად მონაწილეობდნენ ნაცმოძრაობის მიერ დაორგანიზებულ დესტრუქციულ პროცესებში. ისინი არ არიან საქართველოს მეგობრები, ისინი არიან ნაცმოძრაობის მეგობრები. საქართველოს ომში ჩათრევის სცენარის წარუმატებლობის შემდეგ, რასაც ხელი შეუშალა ხალხის და ხელისუფლების ერთობამ, პროექტის ავტორებმა გეგმა ბე აამუშავეს, რაც ქვეყანაში რევოლუციური პროცესებით ძალაუფლების მიტაცებას გულისხმობს. გარედან, ვერბალური მხარდაჭერითაც რომ ვერაფერი მოახერხეს, ეხლა უკვე ფიზიკურად ჩამოვიდნენ საქართველოში, რას გეგმავენ და რას განიხილავენ მიმდინარე კონფერენციაზე რთული გამოსაცნობი არ არი! მთელს ევროპაში საპროტესტო ტალღაა, ძალიან სწრაფად ინგრევა ლიბერალური პროპაგანდის შექმნილი ფსევდო-რეალობა, ამიტომ ჩქარობენ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრები” რამენაირად მოახერხონ საქართველოში ცეცხლის გაჩენა!“ – წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

Back to top button