იქიდან გამომდინარე, რომ ნაცები და ლიბერალები საქართველოს კულტურულად მარგინალური ნაწილია, რომელიც მუდამ ცდილობს გააუფასუროს, სათავისოდ გარდაქმნას, ან სულაც გააუქმოს ტრადიციული თუ ავთენტურად ქართული კულტურული ნიშანსვეტები, რასაკვირველია ხმაშეწყობილი ებრძვის ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენს – სოციოკულტურული მეინსტრიმის ემბლემატურ გმირს, რომელიც მათთვის უნდა იყოს ბნელი და ორკი – ამის შესახებ სოციალურ ქსელში კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია.
მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელია ქართველი ლიბერალების მატრიცაში არის ანომალია, რომელიც აუცილებელია განადგურდეს, რადგან მათ სიმწრით ნაშენებ ყველა ილუზიას ანგრევს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ნაცები და ლიბერალები (რამ გაყო, მარა ჰა, მაინც იყოს დიფერენცირებული), საქართველოს კულტურულად მარგინალური ნაწილია, რომელიც მუდამ ცდილობს გააუფასუროს, სათავისოდ გარდაქმნას, ან სულაც გააუქმოს ტრადიციული თუ ავთენტურად ქართული კულტურული ნიშანსვეტები, რასაკვირველია ხმაშეწყობილი ებრძვის ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენს – სოციოკულტურული მეინსტრიმის ემბლემატურ გმირს, რომელიც მათთვის უნდა იყოს ბნელი და ორკი და უცებ ტიპი საერთაშორისო წარმატებას აღწევს, ევროპის წიაღში, მათ მიერ მონოპოლიზირებულ სივრცეში, რომელსაც დაჟინებით ცდილობენ შემოგვასაღონ რომ მხოლოდ მათნაირების ადგილია და არა ისეთი ბნელის, როგორიც ხვიჩაა, რომელიც არც ლიბერალია და არც ნაცი, არამედ ქართული კულტურული კოდის მატარებელია. მას ვერც “ფრიმიშაზე” მოაწერინებენ ხელს, ვერც ტვ პირველზე ჩართავენ და ალანძღინებენ საკუთარ ქვეყანას, ამიტომ ცდილობენ მისი და მისით აღტაცებული ხალხის როგორმე დემონიზებას. თორემ აბა რა გამოდის, დასავლეთში წარმატების მიღწევა, ის რომ ევროპამ მიგიღოს და შეგიყვაროს, ადამიანი, რომელიც არა კულტურულად ლიბერალი და პოლიტიკურად ნაცი, არამედ რიგითი ქართველია, ხომ ანგრევს ყველა იმ მითს, რომ სინათლე მათ მხარესაა და ევროპული მომავალი და დასავლური კულტურა მხოლოდ მათნაირ სუბიექტებზე დგას. ხვიჩა ქართველი ლიბერალების მატრიცაში არის ანომალია, რომელიც აუცილებელია განადგურდეს, რადგან მათ სიმწრით ნაშენებ ყველა ილუზიას ანგრევს“ – წერს ბაჩო ოდიშარია Facebook-ზე.