საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის გამართვას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.
ბორელი წერს, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ნათელი ევროპული პერსპექტივა დაადასტურა და საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ეს ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის.
„მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ საქართველოს ნათელი ევროპული პერსპექტივა დაადასტურა, ევროკავშირი- საქართველოს ასოცირების პირველ საბჭოს სხდომას ვთავმჯდომარეობდი. საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გამოიყენონ ეს ისტორიული შესაძლებლობა ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის. ევროკავშირი მზად არის ამ გზაზე თქვენს გვერდში იყოს”,- წერს ჯოზეფ ბორელი.