დავით შერაზადიშვილი ზვარეთისა და რატევანის მოსახლეობას შეხვდა

პარტია ,,ქართული ოცნების” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი – დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზვარეთისა და რატევანის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატ, გიორგი ლომიძესთან ერთად შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

„ჩვენი მმართველობის პერიოდში ზვარეთში აშენდა ახალი სკოლის შენობა, რასაც მოსახლეობა წლების მანძილზე ითხოვდა. რატევანში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღის შენობას, მოწესრიგდა რამდენიმე ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ არის და მომავალი ოთხი წლის მანძილზე არსებული პრობლემები მოკლე დროში აღმოვფხვრა“, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა

Back to top button