გია გაბრიჭიძე ხოშტარიაზე: ირანულმა ავიაკომპანია “იან ეარმა” რუსეთში სამხედრო ტვირთი გადაიტანაო და ატეხა წივილ-კივილი; ავიაკომპანიამ ნამდვილად შეასრულა რეისი და საქართველოს საჰაერო სივრცეში სულ 10 წუთი დაჰყო

,,ლენა საბოლოოდ გადაიჭრა იმ ისტერიკაში, როგორიც მე-20-ე საუკუნის ოციანი წლების რუს ნახევრად-ინტელიგენტ ქალბატონებს ჰქონდათ. ირანულმა ავიაკომპანია “იან ეარმა” რუსეთში სამხედრო ტვირთი გადაიტანაო და ატეხა წივილ-კივილი,” – ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ თითქოს ირანული ავიაკომპანია “იან ეარმი” ამერიკის მიერ სანქცირებულია.

როგორც გაბრიჭიძე წერს, კომპანია სანქცირებული არ არის და რეგულარულ რეისებს ასრულებს მსოფლიოში.

“ლენა საბოლოოდ გადაიჭრა იმ ისტერიკაში, როგორიც მე-20-ე საუკუნის ოციანი წლების რუს ნახევრად-ინტელიგენტ ქალბატონებს ჰქონდათ. ირანულმა ავიაკომპანია “იან ეარმა” რუსეთში სამხედრო ტვირთი გადაიტანაო და ატეხა წივილ-კივილი. ამ მორიგ ისტერიკაზე ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ – 4 სექტემბერს ირანულმა ავიაკომპანიამ “ირან ეარ კარგომ” ნამდვილად შეასრულა რეისი ერევანი – მოსკოვის მიმართულებით და საქართველოს საჰაერო სივრცეში აღნიშნულმა ხომალდმა სულ 10 წუთი დაჰყო.

აღსანიშნავია “ირან ეარ კარგო” არ არის სანქცირებული კომპანია და რეგულარულად ასრულებს რეისებს როგორც თბილისის, ისე ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით. საქართველოს საჰაერო სივრცეში 10 წუთი დაჰყოო. 10 წუთიო! გეყურება ლენაჩკა? და თან უფლება აქვსო, კომპანია არასანქცირებულიაო. არასანქცირებულიო! კაი, ვთქვათ ეკონომიკის სამინისტროსი არ გჯერა, გუბაზ სანიკიძეს მაინც დაუჯერე, რომელმაც გუშინ ტვ პირველში თქვა ირანი რუსეთს არანაირ სამხედრო დახმარებას არ უწევს, აშშ-სთან ურთიერთობები თითქმის დაალაგაო. სხვა საინფორმაციოში კი ითქვა თუ რამე მისცა, ისიც გაფუჭებულიაო.

ანუ როგორც შენ იღებ რუსულ ფულს იმიტომ, რომ პუტინმა ტანკები არ იყიდოს, ისე შვება ირანიც – თუ რამეს აწვდის, ყველა გაფუჭებული ტვირთიაო. მოკლედ გადაწყვიტე – გუბაზი, თუ ფეიკ-ნიუსი (ეკონომიკის სამინისტროს არ ენდო” – წერს გაბრიჭიძე.

Back to top button