რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები… როდემდე? ამ მოთხოვნით, რაც ამათ ქვეყანა აჯანჯღარეს და ვერ მიაღწიეს საწადელს, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი ისევ ამ გაცვეთილი თემით თუ დაიწყებდნენ ახალ “ბრძოლას” – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ოპოზიციის მოთხოვნას, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს.
„რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები… რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები… როდემდე? ამ მოთხოვნით, რაც ამათ ქვეყანა აჯანჯღარეს და ვერ მიაღწიეს საწადელს, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი ისევ ამ გაცვეთილი თემით თუ დაიწყებდნენ ახალ “ბრძოლას”. ეტყობა არ ახსოვთ ბოლო შედეგი (28%), ახლა ბევრად ნაკლები ექნებათ, ამაში დარწმუნებული ვარ. ვერანაირი რიგგარეშე ვერ იქნება, რიგგარეშე არჩევნებს წინპირობა სჭირდება, პოლიტიკური კრიზისი, რაც ჰორიზონტზეც არ ჩანს. ესენი კრიზისს იმას თუ ეძახიან, ტყუილებით რომ ბერავენ, თავისი მართული ტელევიზიებიდან, საზოგადოებას, ასე ხომ არ არის? ეს “ბრძოლაც” წაგებული აქვთ, ვერც ხელმოცარული კუბილიუსი და ვერც კრამონი უშველის მათ განულებულ რეიტინგს“ – წერს ფოჩხუა facebook – ზე.