პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს ინტენსიურად განაგრძობს.
მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა სოფელ კვალითის მოსახლეობას სოფლისა და მუნიციპალიტეტის განვითარების საკუთარი გეგმა გააცნო.
„დღეს სოფელ კვალითის მოსახლეობას შევხვდი. ვისაუბრეთ როგორც სოფელში, ასევე მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროქტებზე.
ამ სოფელში ცენტრალური საგზაო ინფრასტრუქტურა სრულადაა მოგვარებული, დასრულებულია სოფლის გაზიფიცირება და გარე განათებები. სოფლის უმეტესობას მიეწოდება წყალი, ხოლო მოსახლეობის ნაწილს ვეცდებით რომ უახლოეს მომავალში, მოვუგვაროთ არსებული პრობლემა.
ვფიქრობ, მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან ერთად შევძლოთ მუნიციპალიტეტის განვითარება“- განაცხადა ვასილ გველესიანმა.