,,არსებობს ბევრი სამართლებრივი გზა, რომლითაც თუ არ აღიკვეთება, შეიზღუდება მაინც ჩვენზე „ზრუნვა-რჩევა-მუქარების“ ავტორი კოლონიზატორებისა და მათი ადგილობრივი მონების მოქმედების არეალი,” – არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
როგორც კაკაბაძე აღნიშნავს ხელისუფლება, სახელმწიფოს ამგვარ რყევებზე მხოლოდ სიტყვიერი შეპასუხებით იფარგლება, რაც კიდევ უფრო ათამამებს და ახალისებს შინაურ თუ გარეულ „კეთილმოსურნეებს“.
,,დროზე მიიღეთ ადეკვატური ზომები! ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მოსამზადებლად მოხალისეებს აგროვებს. მასში მონაწილეობის მსურველი უკვე რამდენიმე ასეული პირიც დარეგისტრირებულა მის საიტზე. როგორც თვითონ ამბობს, აპირებს 60-დან 100 ათას კაცამდე „რევოლუციონერს“ მოუყაროს თავი და შეუტიოს სამთავრობო შენობებს. „აბა რა ვქნა, სხვანაირად ოცნება ძალაუფლებას არ დათმობსო“ – ამბობს „გიჟი-ზურაბა“ (როგორც მას ერთმა პოლიტიკოსმა უწოდა). უკრაინიდან დავით არახამია იმუქრება, ქართველები თუ ვერ ახერხებთ ან არ აპირებთ ბიძინა ივანიშვილის მოცილებას, ჩვენ მოგეხმარებითო. არახამიას ხან თავისი კოლეგა კრიმინალ-პოლიტიკოსები უბამენ მხარს ჩვენზე „ზრუნვაში“და ხანაც უკრაინაში მებრძოლი ზოგიერთი ქართველი. აქეთ ევროპიდან ჩამოსული ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“ შეურაცხგვყოფენ, ქართველებს, საცოდავები ხართ ამ მთავრობის ხელში, მაგრამ ჩვენ მაინც “დაგეხმარებით”ნაცებთან ერთად ( მათივე გამოგონილ) „დებიძინიზაციაშიო“.
აღარაფერს ვამბობთ იმ მრავალ ჩასაფრებულ, აქაურ-იქაურებისგან შემდგარ აგენტურულ ქსელზე, რომლებიც ელოდებიან ხელსაყრელ მომენტს, სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის მისაღებად. გასაგებია, რომ ყოველი ასეთი უკანონო ქმედება, დღევანდელ რეალობაში კრახისთვისაა განწირული, მაგრამ ის ხელს უშლის საზოგადოების დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას, რიგ შემთხვევებში ქვეყანაში იწვევს რყევებს. ჩვენი ხელისუფლება, სახელმწიფოს ამგვარ რყევებზე მხოლოდ სიტყვიერი შეპასუხებით იფარგლება, რაც კიდევ უფრო ათამამებს და ახალისებს შინაურ თუ გარეულ „კეთილმოსურნეებს“.
არადა, არსებობს ბევრი სამართლებრივი გზა, რომლითაც თუ არ აღიკვეთება, შეიზღუდება მაინც ჩვენზე „ზრუნვა-რჩევა-მუქარების“ ავტორი კოლონიზატორებისა და მათი ადგილობრივი მონების მოქმედების არეალი. დემოკრატია კანონის უზენაესობას ეფუძნება. კანონის უზენაესობა კი, კანონის აღსრულებაა და არა მის უგულებელყოფა. ზოგ შემთხვევაში ადეკვატურობა შეიძლება იყოს დიპლომატიური ნოტები ან უბრალოდ, სახელმწიფო ინსტიტუტების სახელით გაკეთებული განცხადებები, ზოგჯერ – „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა, ხოლო ზოგჯერ გამოძიების დაწყება და შესაბამისი მასალების წარმოდგენის შემთხვევაში, კონკრეტული პირებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება. ამ საშუალებებიდან რომლის გამოყენებაა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადეკვატური, ეს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს. მიგვაჩნია, რომ დროზე უნდა იქნას მიღებული კანონით გათვალისწინებული ზომები!” – წერს კაკაბაძე.