ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის , რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის, – , ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ექნება ყველანაირი მხარდაჭერა იმისთვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები იქნეს განხორციელებული.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მხარდაჭერა გახლავთ მნიშვნელოვანი. ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის , რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის. ეს გახლავთ ცენტრალური შეხედულება ყველასი და საბოლოო ჯამში, კანდიდატი ქვეყნების საქმეა შეასრულონ ეს კრიტერიუმები, მაგრამ საქართველოს ჩვენგან ექნება ყველანაირი მხარდაჭერა იმისთვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები იქნეს განხორციელებული.
გარდა ამისა, ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების განვითარებაზეა ლაპარაკი, ამიტომაც გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა განვითარების პოლიტიკის საქმეში , ამის გაფართოებაც შეიძლება, აქ ბევრი სხვა სფერო არსებობს სამომავლო განვითარებისთვის – ეს გახლავთ ენერგეტიკის სფერო და აი, ამაზე ჩვენ გვქონდა დღეს ლაპარაკი”, – განაცხადა შოლცმა.