“მას ჰქონდა პირიქით ჩემს მიმართ თხოვნა, რომ რაიმე თანამდებობაზე დაბრუნებულიყო. ეს თხოვნა მას მუდმივად ჰქონდა არამარტო ჩემს, არამედ სხვა კოლეგების მიმართაც. გამომდინარე იქიდან, რომ იყო სერიოზული პრობლემები, იყო ნულოვანი რეაგირება ჩვენი მხრიდან მის თხოვნებზე,” – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა “ღამის კურიერში” სტუმრობის დროს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, გოგაშვილის ბრალდებები აბსურდულია.
მისი თქმით, არც ერთი შეხვედრის დროს გოგაშვილისთვის რამე სახის შეთავაზებას ადგილი არ ქონია.
“სრული აბსურდია გოგაშვილის ოჯახის განცხადება რაც წავიკითხე და იქ დეტალებიც გაუგებარია, 5 წლის წინ იყო ჩვენთანო. ამ დროს მე ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე და სოსო გოგაშვილი იყო სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე. მე მასთან სახლში ერთადერთხელ ვარ ნამყოფი, ვახშამზე დამპატიჟა, მაშინ ის არ იყო თანამდებობაზე. 2 ვიზიტი მასთან მე არ მქონია, ეს მოხდა ერთხელ. არც ერთი შეხვედრის დროს არ ყოფილა საუბარი ჩემი მხრიდან არაფრის შეთავაზებაზე. მაშინ არც მქონდა მე მაგდაგვარი ფუნქცია, ახლა პარტიის თავმჯდომარე ვარ და შესაძლოა პარტიული თანამდებობა შევთავაზო ვინმეს, მაგრამ მაშინ ვიყავი უმრავლესობის ლიდერი და როლიც არ მქონდა შესაბამისი. აბსურდულ რაღაცებს ამბობენ, ძალიან მძიმეა ეს ადამიანურად. მე მქონდა ხანგრძლივი ურთიერთობა მასთან და ამის გამო, ხათრით, ვახშამზე დავთანხმდი,” – განაცხადა კობახიძემ.