სამგორის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მიმართულებით დაფინანსება გაიზრდება
დგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე, ამჯერადაც ვარკეთილი 3- ის სხვადასხვა უბანის მაცხოვრებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა დეტალურად ისაუბრა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ვარკეთილი 3-ის ტერიტორიაზე განხორციელდა და მოსახლეობას სამომავლო გეგმებიც გააცნო.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ჯამში 27 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა მოეწყო ველობილიკები, მოწესრიგდა კანალიზაციის და წყალსადენის სისტემა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ათულობით კორპუსის სახურავი გადაიხურა.
თუმცა გამოწვევები ისევ რჩება, რისთვისაც საჭიროა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მიმართულებით გაიზარდოს დაფინანსება, რაც არსებული პრობლემების მოგვარების ტემპებს გაზრდის.
მიუხედავად იმისა, რომ ვარკეთილი 3 სკვერებისა და რეკრიაციული ზონების რაოდენობით სამგორში ერთერთი გამორჩეული უბანია, მოსახლეობის მოთხოვნა ამ მიმართულებით გაზრდილია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს რიგის სკვერის და მიმდებარე 900 მ-იანი ბულვარის სრული რეაბილიტაცია.
შეხვედრებს საქართველოს პარლამენტში სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ზარქუა, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.