ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგვისტოს თვის შემოსავლების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

2022 წლის აგვისტოს თვეში  მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა  უკვე მეორედ  პანდემიის შემდეგ გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს.

აგვისტოს თვეში  522,945,221   აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს +26.7% აჭარბებს, (110,158,684  აშშ დოლარი), 2021 წლის აგვისტოს თვესთან  შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია  324,158,964  (+163.1%)  აშშ დოლარით.

2022 წლის იანვრი-აგვისტოს თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

იანვრი-აგვისტოს პერიოდში  მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა  2,141,568,321  აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 94.6%  აღდგენაა. 2021 წლის იანვრი-აგვისტოს თვესთან  შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია       1,437,776,241 (+204.3%) აშშ დოლარით.

Back to top button