კასპში მსოფლიო დასუფთავების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

ქალაქ კასპში „იმოქმედე გარემოსთვის“ პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია “Lets do it საქართველო”-მ ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით მსოფლიო დასუფთავების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.

ღონისძიება სააკაძის ქუჩაზე სკვერის მიმდებარედ ჩატარდა, სადაც გარემოს დაცვითი თემატიკით მოიხატა კედელი, პარალელურად კი დასუფთავების აქცია გაიმართა. „Lets do it საქართველო“-მ მონაწილეებისთვის სახალისო ვიქტორინა ჩაატარა, გამარჯვებულები კი პრიზებით დააჯილდოვა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქალაქის ოთხი საჯარო სკოლის და შპს ,,ბესიკ ნიპარიშვილი”- მრავალპროფილიანი სკოლა – გიმნაზიის მოსწავლეები, ასევე სათემო ორგანიზაცია “კომლი”.

პირველი ღონისძიება „Lets do it საქართველო“-მ კასპში 2021 წლის 18 სექტემბერს გამართა.

ღონისძიება კასპის მუნიციპალიტეტის მერიის და ადგილობრივი რესურსცენტრის მხარდაჭერით და ორგანიზებით გაიმართა.

Back to top button