ზურაბ ჯაფარიძე: შეგიძლია გააკეთო მოძრაობები, თუნდაც რომ აიძულო რუსეთის რაღაც ნაწილები, აქ დააბა, ათი ათასი კაცი რომ გააჩერონ აქ, პატარა საქმე არ არის, უკრაინისთვის რაღაც დახმარება იქნება

შეგიძლია გააკეთო მოძრაობები, თუნდაც რომ აიძულო რუსეთის რაღაც ნაწილები აქ დააბა, უკრაინისთვის ეს შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანს ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაც ტიპის მხარდაჭერა, რომ რუსების რაღაც ნაწილები აქ დააბა, გააჩერო და იმათ იქ გაუადვილდეთ იგივე ბოროტების დამარცხება, რომელიც შენ გებრძვის ამდენი საუკუნე – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „უცნობის კიდობანში“ განაცხადა.

მისი თქმით, ათი ათასი კაცი რომ გააჩერონ აქ პატარა საქმე არ არის, უკრაინისთვის რაღაც დახმარება იქნება.
ჯაფარიძის განმარტებით, დააბა ნიშნავს იმას, რომ იმათმა იგრძნონ, რომ შეიძლება საფრთხე მოდიოდეს ქართველებისგან, საქართველოსგან და ამიტომ მოუწიოთ ცხინვალში და აფხაზეთში ჯარის გაჩერება.

„ახლა არის ზუსტად ეგ დრო, შესაძლებლობის ფანჯარა, ამის გარანტია არ არსებობს, მაგრამ არსებობს ბევრი ისტორიული მაგალითები, მათ შორის საქართველოსი, როცა საქართველოს მეფეებმა გამოიყენეს მაგალითად აღმაშენებელმა, დავით მეოთხემ, როდესაც დაინახა, რომ დიდი თურქობა მთავრდებოდა, გამოიყენა ეს იმისთვის, რომ საკუთარი სამეფოები გაეფართოვებინა, ახლა დიდი რუსობა მთავრდება, არც ერთ პროცენტს არ ვუშვებ რომ არ დამთავრდეს. ეს ჩემი აზრი არ არის.

მე არ მითქვამს, ჯარით უნდა შეხვიდე თქო, მაგრამ შეგიძლია გააკეთო მოძრაობები, რომლითაც, მათ შორის იმათ შეაშინებ, რომლითაც თუნდაც რომ აიძულო რუსეთის რაღაც ნაწილები აქ დააბა, თუნდაც, უკრაინისთვის შეიძლება იყოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაც ტიპის მხარდაჭერა იყოს რომ რუსების რაღაც ნაწილები აქ დააბა და გააჩერო და იმათ იქ გაუადვილდეთ იგივე ბოროტების დამარცხება, რომელიც შენ გებრძვის ამდენი საუკუნე. ათი ათასი კაცი რომ გააჩერონ აქ პატარა საქმე არ არის, უკრაინისთვის რაღაც დახმარება იქნება. დააბა ნიშნავს იმას, რომ იმათმა იგრძნონ, რომ შეიძლება საფრთხე მოდიოდეს ქართველებისგან, საქართველოსგან და ამიტომ მოუწიოთ ცხინვალში და აფხაზეთში ჯარის გაჩერება“ – აცხადებს ჯაფარიძე.

Back to top button