ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის იგნასიო კასისის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

ირაკლი ღარიბაშვილი იგნასიო კასისს ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების შესახებ ისაუბრეს. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.

Back to top button