,,ერთადერთი ამოცანა რა არის? რომ ყოველდღე გამოვარდეს რაღაცა სისულელე, აბსურდული ბრალდებებით და ჩვენ ვიყოთ რაღაცნაირად პასუხის რეჟიმში. ამიტომ, ძალიან მარტივად არის საქმე, ყველა სისულელეს ჩვენ ვერ ვუპასუხებთ, ყველა აბსურდს ჩვენ ვერ ვუპასუხოთ, ამაზე რეაქცია ვერ გვექნება,’’ – ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას გოგაშვილის ბრალდებას ლევან მურუსიძის მიმართ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლება არ აპირებს თავის მართლების რეჟიმში ყოფნას. მან გოგაშვილის ბრალდებებს აბსურდული უწოდა.
,,ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ვიღაცას უნდა, რომ მოგვაცდინოს. იგივე, ამ 12 პუნქტის შესრულებიდან, ან რაღაც სხვა სფეროში კონკრეტული ინიციატივების წარდგენიდან და ა.შ. უნდათ, რომ ჩვენ ვიყოთ ამ რეჟიმში, რომ რაღაცას იტყვის გოგაშვილი და ჩვენ ვუპასუხოთ. თითქოს, გოგაშვილი რას იტყვის, საზოგადოებამ ამას უნდა უსმინოს და მობეზრდა საზოგადოებას ეს ყველაფერი და ჩვენც არ ვაპირებთ ამ რეჟიმში ყოფნას,’’- განაცხადა კობახიძემ.