„მთელი საქართველო ტაშს უკრავს პოლიციას და ესენი ლანძღავენ… მოკლედ, ისეთ რადიკალურ კასტად ჩამოყალიბდნენ, რომ ჩვეულებრივ “სახადად” გადაიქცნენ, რომელიც უნდა მოიხადოს საზოგადოებამ და იმუნიტეტი ჩამოუყალიბდეს“- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ენმ-ს წევრის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებას, ქუთაისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ.
„აჰაა, “ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდაო”… ყველანაირი შეგრძნება აქვთ დაკარგული რეალობის და არავის უსმენენ, რომ ასეთი იდიოტობა არ თქვან…მთელი საქართველო ტაშს უკრავს პოლიციას და ესენი ლანძღავენ…მოკლედ, ისეთ რადიკალურ კასტად ჩამოყალიბდნენ, რომ ჩვეულებრივ “სახადად” გადაიქცნენ, რომელიც უნდა მოიხადოს საზოგადოებამ და იმუნიტეტი ჩამოუყალიბდეს… ასეთი ადამიანები იმაზე დიდი “ავადმყოფობაა”, ვიდრე მოძალადე ნარსია, რომელიც კანონის სიმკაცრით აგებს პასუხს საკუთარ დანაშაულზე, ხოლო ასეთი ნაძირლები ჯერ შევარდნაძის მთავრობას ასაზრდოებდნენ და მერე სააკაშვილთან გადაბარგებულები ქმნიდნენ საკუთარ გაქსუებულ, პოლიტიკურ ცხოვრებას… ახლა კი როდესაც “ჩამოლაბორანტდნენ” ყველა სიბინძურეს კადრულობენ, საკუთარი ბოღმის მოსანელებლად…“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.