,,ხალხის ძალის’’ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ მათ მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია და აღნიშნა, რომ მათი მოძრაობა მალე გაფართოვდება. როგორც ყაველაშვილმა განაცხადა, მათ რიგებში მალე იქნებიან საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები.
,,ჩვენ პოზიციიდან გამომდინარე საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი გაგვიჩნდა და ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვმართა, მათ სურთ, ჩვენთან ერთად, ჩვენს ძალაში გაერთიანება. იქნებიან რიგი პოლიტიკოსები, რომლებიც ,,ხალხის ძალაში’’ გაერთიანდებიან და ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებამაც იცოდეს, რომ არიან ბევრი საზოგადო მოღვაწეები,’’ – განაცხადა ყაველაშვილმა.