საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით, მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გაიმართულ მიღებას დაესწრო.
მთავრობის მეთაური ჯო ბაიდენსა და მის მეუღლეს თბილი მიღებისა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის სოციალურ ქსელ “ტვიტერში” მადლობას უხდის.
,,მქონდა პატივი, დავსწრებოდი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას, სადაც ლიდერები იკრიბებიან და მოსაზრებებს უცვლიან ერთმანეთს გლობალური გამოწვევების შესახებ. მადლობელი ვარ თბილი მიღებისა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.