ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე უხელმძღვანელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. ამ დრომდე მას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ახალ თანამდებობაზე მან მამუკა ჭელიძე შეცვალა.

თეიმურაზ კუპატაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა წლებში სამინისტროში არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა.

Back to top button