მთელი ორი თვე ხოშტარია იტყუებოდა თითქოს უკრაინელებს ხალხისგან მიღებული შემოწირულობებით ეხმარებოდა და ეხლა ეტყობა აიძულეს ეღიარებინა ვისი ფულით აკეთებს ამას და ვინ არის მისი ფინანსური პარტნიორი, პატრონიც და კურატორიც – ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ელენე ხოშტარიას ფეისბუქ სტატუსს, სადაც წერს, რომ კეზერაშვილთან პარტნიორობს და სწორედ მისი და მისი ცოლის დაფინანსებით ინახავენ უკრაინელებს.
ანჯაფარიძის თქმით ამ “აღიარებით” კიდევ უფრო გაამყარა არგუმენტი, რომ თუ ვინმეა ოლიგარქი სწორედ კეზერაშვილი.
“პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე მინიმუმ იმას მაინც უნდა აკეთებდეს, რომ არ იტყუებოდეს ყოველ ნაბიჯზე. მთელი ორი თვე ხოშტარია იტყუებოდა თითქოს უკრაინელებს ხალხისგან მიღებული შემოწირულობებით ეხმარებოდა და ეხლა ეტყობა აიძულეს ეღიარებინა ვისი ფულით აკეთებს ამას და ვინ არის მისი ფინანსური პარტნიორი, პატრონიც და კურატორიც. ისე მოსკოვიდან მიღებული მილიონებიც შეეძლო მოეხმარებინა უკრაინელი ლტოლვილებისთვის თუ მათი დახმარება უნდოდა, მაგრამ ხომ პოლიტიკური პიარისთვის სჭირდება ეს ყველაფერი და კეზერაშვილის ფულებით რატომაც არა! სხვათა შორის, ამ “აღიარებით” კიდევ უფრო გაამყარა არგუმენტი, რომ თუ ვინმეა ოლიგარქი სწორედ კეზერაშვილი (ფლობს ტელევიზიებს, აფინანსებს პარტიებს და ა.შ.) კრიმინალ კეზერაშვილთან პარტნიორობის აღიარებით, ხოშტარიამ საკუთარ ისედაც მინიმალურ პოლიტიკურ რენომეს და მომავალს მსხვილი ხაზი გადაუსვა”- წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.