პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე სოფლების – ნიკორწმინდის, კაჩაეთისა და ხოტევის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს როგორც განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე, ისე სამომავლო პრიორიტეტებზე, განიხილეს არსებული პრობლემური საკითხები და იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე.
,,წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საზოგადოებასთან შეხვედრები დავიწყეთ. პირველ ეტაპზე სოფ. ნიკორწმინდის, კაჩაეთისა და ხოტევის მოსახლეობას შევხვდი, ერთად ვიმსჯელეთ სოფლის პრიორიტეტებსა და პრობლემურ საკითხებზე, სამომავლო გეგმებზე… ბოლო წლებში, აღნიშნულ სოფლებში არაერთიმნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესდა წყალმომარაგება, მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს გაზიფიცირების მიმართულებით. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემური საკითხები, რომლებზე მუშაობაც აქტიურად გაგრძელდება“. – აღნიშნა ზვიად მხეიძემ.