„გიგა ბოკერიამ ჯერ ილია ჭავჭავაძის სურათი ჩამოხსნას, გამოკიდებული რომ აქვს, ჰგონია, არ ვიცით, რაშია საქმე. ნეოლიბერალად რომ გამოაცხადეს ილია ჭავჭავაძე – უაპელაციოდ. რაღაცებს რომ ვითმენთ, გასაგებია, მაგრამ ბოკერია და ილიელი, ცოტა სასაცილოა“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში, გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“.
სანიკიძის თქმით, მსოფლიოში ბოკერიას „მოძღვრება უკვე დამთავრდა“.
„არ ვარ დაკავებული, გიგა ბოკერიას რა აწუხებს, რა უფრთხობს ძილს, კი ვიცი, რაც უფრთხობს – მისი მოძღვრება დამთავრდა მსოფლიოში უკვე და ეს ანერვიულებს მას“, – აცხადებს სანიკიძე.