თუ შეუძლიათ კონკრეტული შეფასება მისცენ თეთრი სახლის ამ განცხადებას და საწინააღმდეგო მოსაზრების შემთხვევაში თქვან კონკრეტულად რაში არ ეთანხმებიან და რაც მთავარია დაასაბუთონ თუ რატომ არ უერთდებიან ჩვენს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს – წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.
„ძალიან საინტერესოა თუ რა პასუხი აქვს ამ განცხადებაზე ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძეს, სამოქალაქო სექტორს და კონკრეტულად სახალხო დამცველს. ნამდვილად არ არის საინტერესო მათი “ბლია-ბლია-ბლია” ხელისუფლების უმოქმედობაზე და რაღაც ყალბი პათეტიკურობით შეფუთული სიტყვების რახარუხი. თუ შეუძლიათ კონკრეტული შეფასება მისცენ თეთრი სახლის ამ განცხადებას და საწინააღმდეგო მოსაზრების შემთხვევაში თქვან კონკრეტულად რაში არ ეთანხმებიან და რაც მთავარია დაასაბუთონ თუ რატომ არ უერთდებიან ჩვენს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს. გთხოვთ არ ჩამითვალოთ ინტრიგანობაში და იმ მეთოდის გადმოღებაში, რითაც ისინი სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტის დროს ცდილობდნენ საზოგადოების და ხელისუფლების დაშანტაჟებას“ – წერს გაბრიჭიძე facebook – ზე.