,,რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო ჩვენს საზღვარზე რუსების მოზღვავების ახალ ტალღასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში გაჟღერდა მოსაზრებები, თითქოს ისინი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჩარჩოებში ექცევიან, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, თუნდაც იმიტომ, რომ ეს რუსები თავისთავად არ წარმოადგენენ ომის მსხვერპლთ. ისინი უბრალოდ გაურბიან სამხედრო გაწვევას,’’ – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ამის ფონზე, სრულიად კონტრპროდუქტიული, პროვოკაციული და სახიფათოა ის ქმედებები და ინიციატივები რაც მოდის ნაცმოძრაობისგან და მისგან გამოყოფილი სხვა რადიკალური პარტიებისგან, განსაკუთრებით რუსული ფულით გამდიდრებულთაგან.
,,რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო ჩვენს საზღვარზე რუსების მოზღვავების ახალ ტალღასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში გაჟღერდა მოსაზრებები, თითქოს ისინი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჩარჩოებში ექცევიან, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, თუნდაც იმიტომ, რომ ეს რუსები თავისთავად არ წარმოადგენენ ომის მსხვერპლთ. ისინი უბრალოდ გაურბიან სამხედრო გაწვევას. მიუხედავად ამისა, მათთან საჭიროა გამოყენებული იქნეს ის მოპყრობა რაც გათვალისწინებულია არსებული საერთაშორისო ნორმებით, ჩვენი კანონმდებლობით და რა თქმა უნდა ჩვენი ადგილობრივი კონტექსტით (ოკუპაცია, დიპურთიერთობების არარსებობა და ა.შ.). ამის ფონზე, სრულიად კონტრპროდუქტიული, პროვოკაციული და სახიფათოა ის ქმედებები და ინიციატივები რაც მოდის ნაცმოძრაობისგან და მისგან გამოყოფილი სხვა რადიკალური პარტიებისგან, განსაკუთრებით რუსული ფულით გამდიდრებულთაგან. თავიანთი პროვოკაციებით, მათ შორის დღეს ლარსთან დაგეგმილი მიტინგით, ისინი პირდაპირ აძლევენ რუსეთს საბაბს, რომ საქართველოს მიმართ დესტრუქციული ქმედებები განახორციელოს. იქნებ სწორედ ეს არის მათი მიზანი?! ‘’ – წერს ზაალ ანჯაფარიძე.