გია აბაშიძე: საქართველოს ხელისუფლება ურყევად დგას სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მშვიდობის სადარაჯოზე, სააკაშვილის ომის პარტია კი მორიგ ჯერზე სასოწარკვეთილად ცდილობს ჩვენი ქვეყნის ქაოსში გახვევას

რუსეთში გამოცხადებულმა მობილიზაციამ მისი მოქალაქეების უდიდესი უკმაყოფილება გამოიწვია. ბევრმა ადამიანმა ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა. კრემლი მოერიდა მზარდი პროტესტის წინააღმდეგ დაპირისპირებას და საზღვრების სრული ჩაკეტვის ნაცვლად, სხვა ქვეყნებში გავლენის აგენტები, როგორიცაა ელენე ხოშტარია, აამუშავა. ამ ვითარებაში, ოფიციალური ვაშინგტონი აცხადებს, რომ აშშ პუტინის ომს გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებს მიესალმება, შარლ მიშელი ამბობს, რომ ევროპამ რუსებს თავშესაფარი უნდა მისცეს და ევროკავშირი ამზადებს რეკომენდაციებს რუსეთიდან იმ პირების მისაღებად, ვინც სამხედრო მობილიზაციას გაურბის – წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

 

როგორც აბაშიძე წერს, საქართველოში რუსეთიდან ადამიანების შემოსვლის წინააღმდეგ მარტსა და ივლისში წარმოებული ისტერიული ნაცკამპანიების შემდეგ, ახლა უკვე მესამე ასეთ შემთხვევას ვხედავთ. საქართველოს ხელისუფლება ურყევად დგას სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მშვიდობის სადარაჯოზე. სააკაშვილის ომის პარტია კი მორიგ ჯერზე სასოწარკვეთილად ცდილობს ჩვენი ქვეყნის ქაოსში გახვევას.

 

„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ ”დარიალთან” საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის უკან იმალება რუსეთუმე ელენე ხოშტარიასა და მისი თანამზრახველების მორიგი პროვოკაცია. რუსეთში გამოცხადებულმა მობილიზაციამ მისი მოქალაქეების უდიდესი უკმაყოფილება გამოიწვია. ბევრმა ადამიანმა ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა. კრემლი მოერიდა მზარდი პროტესტის წინააღმდეგ დაპირისპირებას და საზღვრების სრული ჩაკეტვის ნაცვლად, სხვა ქვეყნებში გავლენის აგენტები, როგორიცაა ელენე ხოშტარია, აამუშავა. ამ ვითარებაში, ოფიციალური ვაშინგტონი აცხადებს, რომ აშშ პუტინის ომს გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებს მიესალმება, შარლ მიშელი ამბობს, რომ ევროპამ რუსებს თავშესაფარი უნდა მისცეს და ევროკავშირი ამზადებს რეკომენდაციებს რუსეთიდან იმ პირების მისაღებად, ვინც სამხედრო მობილიზაციას გაურბის.

 

საქართველო დასავლურ სამყაროსთან ერთად, ჰუმანიტარულ, ანტიპუტინისტურ ფლანგზეა, ხოლო რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებული МГИМО-ელი ელენე ხოშტარია პუტინის მიერ დაწყებულ ომს გამოქცეულ ადამიანებს პროვოკაციებს უწყობს. საქართველოში რუსეთიდან ადამიანების შემოსვლის წინააღმდეგ მარტსა და ივლისში წარმოებული ისტერიული ნაცკამპანიების შემდეგ, ახლა უკვე მესამე ასეთ შემთხვევას ვხედავთ. საქართველოს ხელისუფლება ურყევად დგას სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მშვიდობის სადარაჯოზე. სააკაშვილის ომის პარტია კი მორიგ ჯერზე სასოწარკვეთილად ცდილობს ჩვენი ქვეყნის ქაოსში გახვევას.“ – წერს აბაშიძე facebook – ზე.

Back to top button