ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა არ იქნეს აღიარებული ბელორუსის მიერ; ამისთვის იდგმება ის ნაბიჯი, რისი საპირისპირო ნებიჯებისკენაც მოგვიწოდებს ოპოზიცია

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა არ იქნეს აღიარებული ბელორუსის სახელმწიფოს მიერ. ამისთვის იდგმება ის ნაბიჯი, რისი საპირისპირო ნებიჯებისკენაც მოგვიწოდებს რეალურად ოპოზიცია – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მოგვიწოდებს ისეთი „რეაგირებისკენ“, რომლებიც მიმართული იქნება აღიარებისკენ.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა არ იქნეს აღიარებული ბელორუსის სახელმწიფოს მიერ. ამისთვის იდგმება ის ნაბიჯი, რისი საპირისპირო ნებიჯებისკენაც მოგვიწოდებს რეალურად ოპოზიცია. ანუ, ოპოზიცია მოგვიწოდებს ისეთი „რეაგირებისკენ“, რომლებიც მიმართული იქნება აღიარებისკენ, ჩვენ გვაქვს საპირისპირო მიზანი, ანუ, ოპოზიციას აქვს მიზანი, რომ რაღაცნაირად უზრუნველყოს ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება ბელორუსის მიერ, აქეთკენ არის მიმართული მათი ყველა ინიციატივა და პროვოკაციული მოწოდებები. ჩვენ გვაქვს ერთადრითი მიზანი, ბელარუსმა არ აღიაროს ე.წ. დამოუკიდებლობა, ეს არის ჩვენი პოლიტიკის შინაარსი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Back to top button