„ამაზრზენია ის მეთოდი, რომლითაც ახდენს საინფორმაციო ველის „დაბომბვას“. იდიოტიზმს ავრცელებ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ სხვადასხვა საშუალებებით და ცდილობ რაღაც შედეგის მიღებას და ამ შენც ნაცოდვილარს “ამყარებ” ფსბ-ს და რუსეთის ხსენებით. ცდილობ დაძაბო წამოროშილი და ამ დაძაბვით დამაჯერებლობა შესძინო“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია გაბრიჭიძე გიორგი ვაშაძის განცხადებას.
მისი თქმით დიდი ხანია დაძველდა ეს მეთოდი, რადგან საბედნიეროდ საზოგადოებას აქვს საშუალება ადვილად ნახოს მისთვის საინტერესო ადამიანის ისტორია და მისი განვლილი გზა.
„არის დაუწერელი წესი, რომ ვიღაცის წამოროშილი სისულელე უნდა გაატარო, ყურადღება არ მიაქციო, რადგანაც ძაღლი იყეფებს და ქარავანი კი თავის გზას გააგრძელებს, მაგრამ როცა ეს მარაზმი პერმანენტულად და მეტრონომის მსგავსად მონოტონურად გრძელდება, „გატარება“ არ შეიძლება.
გიორგი ვაშაძე – თუ კობახიძის ისტორიას შევხედავთ, ის არსაიდან გაჩნდა. ლეგენდა შექმნეს, თითქოს ის კახა კალაძემ მიიყვანა, რაც არის სრული ჭორი. სპეცსამსახურები ასე მუშაობენ. ადამიანი, რომელიც იყო არავინ, გახდა ჯერ აღმასრულებელი მდივანი, შემდეგ კი პარტიის თავმჯდომარე. ის პარტიაში „ეფ ეს ბეს“ ხაზით მოხვდა.
ვფიქრობ, რომ ეს დავალება მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, რათა კობახიძე დანიშნულიყო ამ კონკრეტულ თანამდებობაზე. თუ დავაკვირდებით მის ხაზს, ყველაფერი თავიდან ბოლომდე დასტურდება. ძალიან სასაცილოა ამ როშვის ავტორის ისტორიის შედარება ირაკლი კობახიძის ისტორიასთან. ყველა ვხედავდით თუ როგორ ძერწავდნენ ადეიშვილი და სააკაშვილი ვაშაძეს და მიიღეს ყალბი პირადობების დამამზადებელი, რომელიც მუდმივად სიყალბეზე მუშაობს. ამაზრზენია ის მეთოდი, რომლითაც ახდენს საინფორმაციო ველის „დაბომბვას“. იდიოტიზმს ავრცელებ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ სხვადასხვა საშუალებებით და ცდილობ რაღაც შედეგის მიღებას და ამ შენც ნაცოდვილარს “ამყარებ” ფსბ-ს და რუსეთის ხსენებით. ცდილობ დაძაბო წამოროშილი და ამ დაძაბვით დამაჯერებლობა შესძინო. დაძველდა ეგ მეთოდი. დიდი ხანია დაძველდა რადგან საბედნიეროდ საზოგადოებას აქვს საშუალება ადვილად ნახოს მისთვის საინტერესო ადამიანის ისტორია და მისი განვლილი გზა. ნახოს, შეაფასოს, გასაკრიტიკებელი გააკრიტიკოს და თაღლითობას თაღლითობა დაარქვას. მეტს არაფერს დავწერ, რადგან ჯობია ხალხმა თავად გამოიტანოს დასკვნა“- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.