ექსპერტი ანდრია გვიდიანი იურიდიული ფირმა „MKD“-ის პრეს-რელიზს ეხმიანება სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ.
ექსპერტის თქმით გარდა იმისა, რომ ამ დავით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მთლიანად შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაცია, ასევე, თავდაყირა დგება მედიის ობიექტურობის სტანდარტები. მისივე თქმით სასაცილოა ქართული ე.წ. კრიტიკული მედიის დამოკიდებულება, რომლებიც ერთ სიტყვას არ ამბობენ ისეთ საქმეზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრშია.
„ბიძინა ივანიშვილს და credit suisse-ის შორის დავა არ არის მხოლოდ ერთ რიგით კლიენტს და ერთ რიგით ბანკს შორის დავა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის შვეიცარიულ საბანკო სისტემასთან დავა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, არც ისეთი პირნათელი და უმწიკვლოა, როგორიც გვეგონა. მიმდინარე დავით მიყენებული გამოუსწორებელი თვითდაზიანების შედეგები კონკრეტული რიცხვებიდანაც ჩანს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში თაღლითი Credit Suiss-ის აქციების ფასი საფონდო ბირჟებზე თითქმის 60%-ით შემცირდა. წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ანალიტიკოსები კი პოზიტიურ, საბაზისო და ნეგატიურ სცენარებშიც ბანკის აქციების ფასის კიდევ უფრო მეტად შემცირებას პროგნოზირებენ. ცხადია, ეს არის თავისუფალი ბაზრის პასუხი იმ ბოლშევიკურ მეთოდებზე, რომელიც ბანკის მხრიდან ივანიშვილის მისამართით ხორციელდება.
გარდა იმისა, რომ ამ დავით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მთლიანად შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაცია, ასევე, თავდაყირა დგება მედიის ობიექტურობის სტანდარტები. მაშინ როცა მაღალი საერთაშორისო ინტერესიდან გამომდინარე, მთელი მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები აშუქებენ მიმდინარე დავას (თითქმის 1 მილიარდიანი აუდიტორია) ჯიუტად არაფერს იმჩნევს შვეიცარიული მედია. რა თქმა უნდა, ეს არის თავისუფალი სიტყვის ჩახშობის ძალიან უნიჭო მცდელობა, რაც, ბუნებრივია, უშედეგო იქნება. აღნიშვნის ღირსიც არ არის, მაგრამ უბრალოდ სასაცილოა ქართული ე.წ. კრიტიკული მედიის დამოკიდებულება, რომლებიც ერთ სიტყვას არ ამბობენ ისეთ საქმეზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრშია. ეს გასაგებიც არის, ამ ე.წ კრიტიკულ მედიებს, არაფერი აქვთ საერთო ჟურნალისტიკასთან და მედიასთან და აქ ახალი არაფერია. რაც შეეხება უშუალოდ მიმდინარე პროცესს – მიუხედავად იმისა, რომ ბანკის წარმომადგენლები შარაგზის ყაჩაღებივით იქცევიან, ბიძინა ივანიშვილმა ერთი დავა ბერმუდაში უკვე მოიგო. თაღლით ბანკს ზიანის ანაზღაურებაც უკვე დაევალა და აუნაზღაურდება კიდეც. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი სინგაპურში მიმდინარე დავასაც მოიგებს და სამართალი აუცილებლად იზეიმებს“- წერს გვიდიანი Facebook-ზე.