სალხინოს დადიანის სასახლის ხეივანში კამერული მუსიკის VIII ფესტივალი „სალხინოს კამერატა“ გაიმართება

კამერული მუსიკის VIII ფესტივალი „სალხინოს კამერატა“ მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში – სალხინოს დადიანის სასახლის ხეივანში გაიმართება.

8 ოქტომბერს ელისო ბოლქვაძე მარტვილის სამუსიკო სკოლაში მასტერკლასს ჩაატარებს.

„8 ოქტომბერი: საფორტეპიანო მუსიკა – ელისო ბოლქვაძე; ქართული დუეტები – ნეკა სებისკვერაძე და დავით ნოზაძე. კონცერტმაისტერი ნინო გულიაშვილი, მოდერატორი – ნიკოლოზ წულუკიძე;

9 ოქტომბერი: საგუნდო მუსიკა – ბათუმის რევაზ ლაღიძის გოგონათა გუნდი,
თსუ-ს სტუდენტური კაპელა, რუსთავის ახალგაზრდული გუნდი „თუთარჩელა“.
მხარდამჭერები: მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია და ჭყონდიდის ეპარქია.

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი – შიო აბრახამია“, – ნათქვამია განცხადებულ ინფორმაციაში.

Back to top button