არსებობს მართლაც რაღაც ძალა და ინტერესი, რომელიც იმდენად დიდია, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა რაზეც იდგა, ერთ-ერთ მსხვილ ბანკზე, ამ ბანკის რეპუტაცია მეასეხარისხოვანი გახდა და ინგრევა, აქციების ფასი მცირდება – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“-ს განცხადების კომენტირებისას.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ყველაზე დიდი პარადოქსი არის ის, რომ პოლიტიკურ კონტექსტს ბანკი იყენებს არდაბრუნების, თუ დროის გაწელვის ერთერთ არგუმენტად. მისივე თქმით, ევროპარლამენტში შექმნილი და გამოტანილი რეზოლუცია პოლიტიკური დოკუმენტია, სამართლებრივი დავის დროს ბანკმა მიუთითა პოლიტიკურ დოკუმენტზე სამართლებრივ საფუძვლად. მეტი კანონის უგულვებელყოფა და სამართლის პრინციპების გვერდზე გადადება არ არსებობს.
„პირველი პარადოქსი ის არის, რომ ბანკმა, რომელმაც გაძარცვა კონკრეტული ადამიანი, ეს ბანკი ედავება ამ ადამიანს ე.წ. სამართლებრივი პროცედურებით, რომ გაიწელოს პროცესი. იგივეა, რაც თქვენ რომ ვინმემ დაგაყაჩაღოთ, ეს იყოს დადასტურებული და თქვენსა და ყაჩაღს შორის ამ ფულზე სამოქალაქო დავა მიმდინარეობდეს სასამართლოში. მეორე – არსებობს მართლაც რაღაც ძალა და ინტერესი ამავდროულად, რომელი ინტერესი იმდენად დიდია, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა რაზეც იდგა, ერთ-ერთ მსხვილ ბანკზე, რიგით მეორეზე თუ არ ვცდები, ამ ბანკის რეპუტაცია მეასეხარისხოვანი გახდა და ინგრევა, აქციების ფასი მცირდება და ა.შ. უამრავი ნიუსი იყო, სადაც „კრედიტ სუისის“ ძალიან სერიოზულ, რეალურ ზიანზე იყო საუბარი.
ანუ, ეს რომ მეორეხარისხოვანი გახდა, ესეიგი, რაღაც გაცილებით დიდი ინტერესია, გაუგებარი ამაში არაფერია. შესაბამისად, დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ მოგებული პროცესის მიუხედავად, რაღაც ნაწილია თანხების გადარიცხული როგორც ამ წერილიდან ვიგებთ, სხვა ნაწილზე იკავებენ თავს და სამართლებრივი პროცედურების მოშველიებით ცდილობენ, რომ მაინც დროში გაწელონ ეს ამბავი, თორემ საბოლოო ჯამში ალბათ ამას ვერ მოახერხებენ, რომ თავისი მიყენებული ზიანის არ ანაზღაურება შეძლონ. დაბოლოს, ყველაზე დიდი პარადოქსი ამავდროულად იმ პირველ პარადოქსთან ერთად არის ის, რომ პოლიტიკურ კონტექსტს ბანკი იყენებს არდაბრუნების, თუ დროის გაწელვის ერთერთ არგუმენტად. არა მხოლოდ ვიქტორ ყიფიანმა თქვა ეს.
მათ მიუთითეს რეზოლუციაზე, გახსოვთ. ევროპარლამენტში შექმნილი და გამოტანილი რეზოლუცია ხომ პოლიტიკური დოკუმენტია, სამართლებრივი დავის დროს ბანკმა თვითონ ისეთი საოცრება ჩაიდინა და მეორე პარადოქსი ეს არის – სამართლებრივ საფუძვლად პოლიტიკურ დოკუმენტზე მიუთითა. მეტი კანონის უგულვებელყოფა და გადადება გვერდით სამართლის პრინციპების ხომ არ არსებობს. სამწუხაროდ და ჩვენდა გასაოცრად, ეს მოხდა ერთერთი მსხვილი ბანკიდან, რომელიც ეკუთვნის შვეიცარიის საბანკო სისტემას“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.