ეყრდნობი არაკომპეტენტური ენჯეოების ზეპირ განცხადებებს და ამის მიხედვით სარჩელი შეგაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში, შეიძლება ეს რომელიმე არაკომპეტენტურმა ენჯეომ თვითონ გააკეთოს, მაგრამ როცა ამას აკეთებს სახალხო დამცველი, ეს თვითონ ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციას ახდენს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში საპატრიარქოსა და პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, რომელიც ეხება მოვლა-პატრონობისთვის მიწის ნაკვეთების ეკლესიისთვის გადაცემას, თუმცა, აღმოჩნდა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტი სახალხო დამცველს გადამოწმებული არ ჰქონდა და სასამართლოში მტკიცებულება ვერ წარადგინა.
„სამარცხვინო იყო ის, თუ როგორ „იცავდა“ საკუთარ პოზიციებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ასეთი არაკომპეტენტურობა, საქმეში ჩაუხედაობა, მოუმზადებლობა , უბრალოდ შუფერებელია იმ კონსტიტუციურ ორგანოსთან, რასაც სახალხო დამცველი ქვია. ეყრდნობი არაკომპეტენტური ენჯეოების ზეპირ განცხადებებს და ამის მიხედვით სარჩელი შეგაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში, შეიძლება ეს რომელიმე არაკომპეტენტურმა ენჯეომ თვითონ გააკეთოს, მაგრამ როცა ამას აკეთებს სახალხო დამცველი, ეს რა თქმა უნდა ახდენს თვითონ ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციას“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.