აღსანიშნავია, რომ პრაღაში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერთა მოლაპარაკებისას გადაწყდა შემდეგი – ევროკავშირი გააგზავნის სამოქალაქო მისიას სომხეთში, რათა დაეხმაროს აზერბაიჯანთან საზღვრების დადგენაში. ალიევმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია – ასე ეხმიანება ექსპერტი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს, სადაც მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტში.
მისი თქმით, საინტერესო და იმედისმომცემი პროცესები ვითარდება ფართო რეგიონში და სასიხარულოა, რომ საქართველო ამის უშუალო მონაწილეა.
„სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურ განვითარებას ალტერნატივა არ აქვს. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პირველი სამიტის ფარგლებში გამართული მრავალფორმატიანი შეხვედრებისას. საგულისხმოა, რომ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საერთო პლატფორმის შექმნა, რათა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი.
მისივე თქმით, ამ პლატფორმაზე შეიძლება განიხილებოდეს ასევე ენერგეტიკის, კომუნიკაციების საკითხები და სხვა პრობლემები, რომლებიც საერთო ინტერესში შედის. ამით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი თუ რა მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს როგორც რეგიონში მშვიდობის ჰაბის როლს. გვენდობიან მეზობლები, გვენდობიან დასავლელი პარტნიორები, რომლებმაც ნათლად უწყიან – სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა, ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტიაა. ამასთან, პრეზიდენტ ალიევის განცხადებით, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რეგიონში ახალი სიტუაცია შეიქმნა და ბაქო გამოვიდა სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ინიციატივით. მან ასევე მხარი დაუჭირა თურქეთისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს. აღსანიშნავია, რომ პრაღაში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერთა მოლაპარაკებისას გადაწყდა შემდეგი – ევროკავშირი გააგზავნის სამოქალაქო მისიას სომხეთში, რათა დაეხმაროს აზერბაიჯანთან საზღვრების დადგენაში.
ალიევმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია. მანამდე, პრაღაში, ალიევთან და ფაშინიანთან არაფორმალური შეხვედრა გამართა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა. მას ესწრებოდა უნგრეთის პრემიერი ორბანი. საინტერესო და იმედისმომცემი პროცესები ვითარდება ფართო რეგიონში და სასიხარულოა, რომ საქართველო ამის უშუალო მონაწილეა. რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ პროცესებს, აქ ყველაფერი გასაგებია. სააკაშვილის რევანშისტები ყოველმხრივ შეეცდებიან პროცესების აყირავებას საქართველოში დესტაბილიზაციის კერების შექმნით. თუმცა, ჩვენი გონიერი საზოგადოება ამას ახლაც არ დაუშვებს. მშვიდობა და განვითარება საქართველოს, სამხრეთ კავკასიას! დამპყრობლებზე გამარჯვება უკრაინას!“ – წერს აბაშიძე facebook – ზე.