ბიძინა ივანიშვილი ნელ-ნელა ყველა სასამართლო პროცესებს იგებს, რის შედეგადაც უფრო და უფრო შიშვლდება ის სცენარები, რომელიც მის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი, რაც უფრო და უფრო ძნელი ხდის, მე ვიტყოდი შეუძლებელსაც კი მასთან მორიგებას ფინანსების სანაცვლოდ საქართველოს ომში ჩართვისა თუ ეროვნული ინტერესების დათმობის შესახებ- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით როგორც ჩანს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ლობისტებს ამერიკაში, ბატონი ივანიშვილის მიერ სააკაშვილის დამარცხება რატომღაც, საკუთარ მარცხად მიაჩნიათ. შესაბამისად მასზე ერთგვარი შურისძიება გადაწყვიტეს.
„ბიძინა ივანიშვილი, რომელიც წინა ხელისუფლებას 2004-2007 წლებში აქტიურად ეხმარებოდა, ამერიკელებმა მათ მთავარ აგენტთან, მიხეილ სააკაშვილთან გამიჯვნისთანავე დასაჯეს და მას საბანკო ანგარიში გაუძარცვეს“-ამბობს ზაზა შათირიშვილი თავის წერილში. სააკაშვილის „ფენომენი“ მართლაც საინტერესოა, თუ გავიხსენებთ თუ რა „იდეებით“ მოვიდა 2003 წელს ხელისუფლებაში, თითქოს და რეფორმებიც საკმაოდ კარგად და შესაძლოა პროდასავლურადაც გამოიყურებოდა, მაგრამ გზა და მმართველობის ფორმები, რომელიც მან აირჩია ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა, ე.წ. პრო-დასავლურობას თუ პრო-ამერიკელობას კი ნამდვილად ვერ დავარქმევთ. საინტერესოა, რომ იმ დროის ამერიკული პოლიტიკური ელიტა მას არ აკრიტიკებდა, უბრალოდ მასზე ფიქრობდნენ, რომ “my be a son of a bitch, but he’s our son of a bitch (მართალია ის ნაბიჭვარია,მაგრამ ჩვენი ნაბიჭვარიაო). თუმცა ამას ხელი არ შეუშლია სააკაშვილისთვის რუსული საქმეც მშვენივრად გაეკეთებინა, როგორც 2008 წლის ომთან მიმართებაში, ისე ომის შემდგომ პერიოდში რუსეთისათვის საქართველოს სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა-გადაცემაში. ამ ყოველივეს გათვალისწინებით სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ ჯერ სააკაშვილთან გამიჯვნა, შემდეგ პოლიტიკაში შემოსვლა, და ბოლოს სწორედ დასავლური, დემოკრატიული, არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლა წესით უფრო უნდა დაეფასებინა ამერიკელებს. თუ ვინმე აზარალებდა ამერიკის ინტერესებს საქართველოში, და მთლიანად რეგიონში სწორედაც სააკაშვილი გახლდათ, და აქ ფორმულა, რომ ის our son of a bitch-ია უადგილოც და ზედმეტიც უნდა ყოფილიყო. აქ კი, ერთი რამ იკვეთება, როგორც ჩანს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ლობისტებს ამერიკაში, ბატონი ივანიშვილის მიერ სააკაშვილის დამარცხება რატომღაც, საკუთარ მარცხად მიაჩნიათ. შესაბამისად მასზე ერთგვარი შურისძიება გადაწყვიტეს, ამ შურისძიების მექანიზმად კი შვეიცარიის ერთ-ერთი ბანკის მიერ ივანიშვილის საბანკო ანგარიშებზე შეტევა გადაწყვიტეს. აქ კი მთავარი დეტალი, გამორჩათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ნელ-ნელა ყველა სასამართლო პროცესებს იგებს, რის შედეგადაც უფრო და უფრო შიშვლდება ის სცენარები, რომელიც მის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი, რაც უფრო და უფრო ძნელი ხდის, მე ვიტყოდი შეუძლებელსაც კი მასთან მორიგებას ფინანსების სანაცვლოდ საქართველოს ომში ჩართვისა თუ ეროვნული ინტერესების დათმობის შესახებ. ამიტომ კარგი იქნება თუ მარტივ რამეზე შევთანხმდებით, საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, მასთან ურთიერთობაში პირველი ეს უნდა იყოს გათვალისწინებული. მეორე რომ son of a bitch-ები ამ ქვეყანაში ვერ იმარჯვებენ, ამ ქვეყანაში სხვა რამ იმარჯვებს, და ამ სხვა რამეს ქართველობა და ქართული საქმე ჰქვია!”- წერს ნიკოლეიშვილი.