
ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ თერჯოლის მერის, ლაშა გოგიაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და მეგობრებს – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“ლაშა იყო „ქართული ოცნების” დიდი გუნდის გამორჩეული წევრი, ღირსეული ქართველი და პროფესიონალი. მისი გარდაცვალება განუზომელი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისათვის” – ნათქვამია სამძიმრის წერილში.