,,გიგა ბოკერია ღალატზე რომ ილაპარაკებს, თანაც სამშობლოს ღალატზე კი უნდა გაეცინოს ადამიანს. მთელი მისი ცხოვრება ღალატის უამრავი ეპიზოდით არის სავსე: პრინციპების და ღირებულებების ღალატი, თანაგუნდელების და თანამოაზრეების ღალატი, პოლიტიკური და პარტიული ინტერესების ღალატი, სამშობლოს და სახელმწიფოს ინტერესების ღალატი,’’ – წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე გიგა ბოკერიას განცხადებას.
როგორც ბოჟაძე წერს, ბიძინა ივანიშვილ რომ უღალატო კაცია მთელმა მსოფლიომ იცის და სწორედ, ამას ვერ პატიობს გიგა ბოკერია.
,,გიგა ბოკერია ღალატზე რომ ილაპარაკებს, თანაც სამშობლოს ღალატზე კი უნდა გაეცინოს ადამიანს. მთელი მისი ცხოვრება ღალატის უამრავი ეპიზოდით არის სავსე: პრინციპების და ღირებულებების ღალატი, თანაგუნდელების და თანამოაზრეების ღალატი, პოლიტიკური და პარტიული ინტერესების ღალატი, სამშობლოს და სახელმწიფოს ინტერესების ღალატი… ბიძინა ივანიშვილ რომ უღალატო კაცია მთელმა მსოფლიომ იცის და სწორედ ამას ვერ პატიობს გიგა ბოკერია. 2011 წელს სამშობლოს და ხალხის არ უღალატა, სასწორზე დადო საკუთარი ოჯახის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ქონება და კომფორტი იმისთვის რომ ქვეყანა ,,ნაციონალური მოძრაობის” სისხლიანი რეჟიმისგან გაეთავისუფლებინა, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც არასდროს დაუყენებია საკუთარი ინტერესები სახელმწიფო ინტერესებზე წინ, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ არნახული ზეწოლის მიუხედავად კვლავ დგას ქვეყნის და ხალხის ინტერესების სადარაჯოზე, ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო და ხალხის მომავალი კი არ გაწირა, არამედ საკუთარი ფინანსები 1 200 000 000 გაწირა, გაწირა იმისთვის რომ არ წამოეგებოდა გარკვეული ძალების შანტაჟს გაწირა იმიტომ რომ საქართველოში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. გიგა ბოკერია როცა ღალატზე საუბრობს მაშინ ღალატსაც კი ღალატობს!’’- წერს ბოჟაძე.