სწორედ შენნაირი იურისტ/ენჯეოშნიკები დაფინანსდნენ და ამის შემდეგ, ამ ფულით კარგად „ჩასუქებულებმა“ ქვეყნის და ეკლესიის წინააღმდეგ გააჩაღეთ დაუნდობელი ომი. ამის გამო შეგიძულათ ქართულმა საზოგადოებამ და პულსი არ გესინჯებათ. ამიტომ, ეგ დახარჯული ფული დახმარებაა თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადებული „ინვესტიცია“, ხალხმა გადაწყვიტოს- წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თინა ხიდაშელის ფეისბუქ სტატუსის შესახებ.
„პასუხი თინა ხიდაშელს – თინა, შენს ქმართან ერთად ხარ გაკოტრებული პოლიტიკოსი და ამიტომ მოგიწია სახლში წასვლა, ამიტომ ზიხარ კლავიატურასთან და ანთხევ ბოღმას. შენნაირ ბანკროტებს სოზარი პასუხს არ გასცემს, რადგან სხვა პედესტალზე დგას, მაგრამ პირადად მე არ გაგიტარებ ამ სიბინძურეს, რადგან პოლიტიკაში ახალი შემოსული ვარ და მგონია, რომ რაც უფრო მეტს გაგიტარებენ, მით უფრო დაიმხობ თავზე. ახლა კარგად მომისმინე, ჩვენ ერთადერთი, რაც გვაქვს მიღებული და აღებული ამ ქვეყნისგან, ხალხის სიყვარულია და ამიტომ ვალდებული ვარ, რომ სიმართლე ვილაპარაკო. ბევრს ბოდავ შენს ვრცელ პოსტში, მაგრამ კონკრეტულ ფაქტებს შევეხები. სადაც იურისტების დაფინანსებას ეხები, პირდაპირ გეტყვი, რომ დიახ, სწორედ შენნაირი იურისტ/ენჯეოშნიკები დაფინანსდნენ და ამის შემდეგ, ამ ფულით კარგად „ჩასუქებულებმა“ ქვეყნის და ეკლესიის წინააღმდეგ გააჩაღეთ დაუნდობელი ომი. ამის გამო შეგიძულათ ქართულმა საზოგადოებამ და პულსი არ გესინჯებათ. ამიტომ, ეგ დახარჯული ფული დახმარებაა თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადებული „ინვესტიცია“, ხალხმა გადაწყვიტოს“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.