ადრე სულის ამოხდით დაგვემუქრა, ახლა სიკვდილით იმუქრება – გოგა ხაინდრავა გივი თარგამაძეზე

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად თარგამაძემ აღნიშნა, რომ „ივანიშვილისთვის გარდაუვალია სიკვდილი და სანქციების სიებში მოხვედრა“.

„ადრე, სულის ამოხდით დაგვემუქრა. ახლა სიკვდილით იმუქრება. ღრმად პატივცემულო „დემოკრატიულ – ღირებულებიანებო“, რაიმე ნიუ რეზოლუციას დაველოდოთ აღსრულებამდე, თუ პირდაპირ ცეცხლს გაგვიხსნიან ეს უკუღმა მედასავლეთეები?! „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“, ამ კიკუებზეა ნათქვამი“, – წერს ხაინდრავა ტვიტერზე.

Back to top button