ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) კონგრესზე მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ მხარს უჭერენ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
მისი თქმით, სადავო ნამდვილად არაა, რეალურად ვინ აკეთებს კრემლის საქმეს და მარგინალი ნაცსექტის ადეპტების გარდა, საზოგადოების უმრავლესობა ამას მკაფიოდ ხედავს.
„იმ დროს, როცა “ნაციონალური მოძრაობა” და მისი ცალკეული უკრაინელი პარტნიორები საქართველოს „გაშავებით“ არიან დაკავებულნი სტრასბურგიდანაც, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) კონგრესზე, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მზადყოფნაზე რეზოლუცია მიიღეს.
ფსევდო-პოლიტპატიმრის, სააკაშვილის მიმდევრები, მათი უცხოელი ლობისტები აფერხებენ საქართველოს ევროინტეგრაციას, ხოლო “ქართული ოცნება” ყველა ფორმატით ცდილობს ჩვენს ევროპასთან დაახლოებას.
რეალურად, თუ ვინ აკეთებს კრემლის საქმეს, სადავო ნამდვილად არაა. ყოველ შემთხვევაში, მარგინალი ნაცსექტის ადეპტების გარდა, საზოგადოების უმრავლესობა ამას მკაფიოდ ხედავს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მზადყოფნას, ეს სტატუსი საქართველოს მიენიჭოს. მათი მომავალი ევროკავშირშია და ჩვენ გვინდა, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს მას შემდეგ, რაც ისინი დააკმაყოფილებენ გაწევრიანების ყველა კრიტერიუმს, მათ შორის კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის კრიტერიუმებს“, – აღნიშნულია ევროპელი სოციალ-დემოკრატების დღევანდელ რეზოლუციაში. გერმანიაში, PES-ის დღევანდელ რეზოლუციაში პირდაპირი მოწოდებაა ევროპული სტრუქტურების მიმართ, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“- წერს გია აბაშიძე.