კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მწერლის, ბესო სოლომანაშვილის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, რომელიც ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ წერს.
„იცნობდეთ: ამ პოსტის მერე – მწერალს ბრჭყალებში, და მდაბიო სვეწილას ბრჭყალების გარეშე და საბჭოურ ენაზე!
რა ოხერია მაინც ეს საბჭოური მენტალიტეტი! თავისუფლებისა და ინტელექტუალიზმით აღვსილი ატიტიუდის მანტიაში რომ გამოახვევს ხოლმე მისი პატრონი შუბივით! ეს შუბიც რა მოღალატეა?! ხან სად გამოჰყოფს ცხვირს, ხან – სად.
ფუი, შეგირცხვა ის ნამუსი, რაც არც არასდროს გაგაჩნდა!“- წერს თეა წულუკიანი Facebook-ზე.