„გმადლობთ ქალბატონო ანა, გმადლობთ ბატონო არმაზ, რომ გამოხატვის ფორმებს მიაქციეთ ყურადღება. ამ დარბაზს, ამ მოწვევის პარლამენტს, სამწუხაროდ ახსოვს ისეთი გამოხატვის ფორმები, როდესაც ქალბატონი ანა, აქ, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას იდგა, ბლოკავდა აქ ამოსვლას, არ უშვებდა პარლამენტის თავმჯდომარეს თავის ადგილას“- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტია „ლელოს“ წევრს, ანა ნაცვლიშვილს, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.
„ძალიან კარგია თუ კი იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ პოლიტიკური კულტურა ამ დარბაზში, ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში, იმსახურებს პატივისცემას უპირველეს ყოვლისა ამ დარბაზისა, ჩვენი ქცევით, ჩვენი სიტყვით, ჩვენი ტერმინოლოგიით, ძალიან კარგი და მე მივესალმები ამას და მოგიწოდებთ. გახსოვთ ალბათ ინტერპელაცია პრემიერ მინისტრის, ქალბატონო ანა, ამ შემთხვევაში წითლიძეს მივმართავ, რომელსაც ლამის დარბაზი დავატოვებინე იმის გამო, რომ არ ემორჩილებოდა წესრიგს.
ამიტომ კარგია თუ მივედით ამ დასკვნამდე, რომ უნდა იყოს ურთიერთპატივისცემა და წესრიგი, ძალიან კარგია“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.