აშშ-ის ელჩმა თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას ავღანეთიდან საქართველოს გავლით მიმავალი ჰუმანიტარული ფრენების ლოჯისტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას იმ შესანიშნავი ლოჯისტიკური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი უწევენ ავღანეთიდან ტრანზიტით, საქართველოს გავლით მიმავალ ჰუმანიტარულ ფრენებს, მათ საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ჩასვლამდე. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორი თანადგომითა და დიდი შესაძლებლობებით შეაქვს საქართველოს წვლილი გლობალური უსაფრთხოების ოპერაციებში. აშშ კვლავ გააგრძელებს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობას, რათა საქართველოს თავდაცვის ძალების გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს.“ აღნიშნული განცხადება აშშ-ის ელჩმა ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრში გააკეთა, სადაც ის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) დახურვის ცერემონიალს დაესწრო.