ვგმობთ ქაბულში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას და თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ავღანეთიდან ჰუმანიტარული ევაკუაციის მხარდაჭერას გააგრძელებს.
“საქართველო მტკიცედ გმობს ქაბულში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას. სამძიმარს ვუცხადებთ ავღანელ და ამერიკელ ხალხს და თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს.
საქართველო ავღანეთიდან ჰუმანიტარული ევაკუაციის მხარდაჭერას გააგრძელებს”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.