ზურა ჯაფარიძის და გიორგი ვაშაძის creepy threesome ფოტოების ანატომია მაინტერესებს – ერთად უდარაჯდებოდნენ დროის ეკონომიის მიზნით? – წერს ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი გიორგი ვაშაძის და ზურაბ ჯაფარიძის ბრიუსელში ვიზიტის შესახებ.
ჩერგოლეიშვილისთვის გაუგებარია რა დროს ახერხებენ ფოტოების გადაღებას.
„ზურა ჯაფარიძის და გიორგი ვაშაძის creepy threesome ფოტოების ანატომია მაინტერესებს – ერთად უდარაჯდებოდნენ დროის ეკონომიის მიზნით? სულ მაინტერესებს, ეს როგორ ხერხდება ხოლმე აი რა მომენტში ეუბნებიან ლაპარაკისას, რომ მოდი ახლა სელფი ვგლიჯოთ“, – წერს ჩერგოლეიშვილი.